1.
5.11.2019 საინიციატივო ჯგუფის შექმნა, სასკოლო თემის
წარმომადგენლების მონაწილეობით სკოლაში
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით შეიქმნება
საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მოიძიებს და შეისწავლის მასალებს ჩვენი მუნიციპალიტეტისა
და რეგიონის ღირსშესანიშნავი კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული ძეგლების,
ნაკრძალების, ბუნებრივი ძეგლების, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების იშვიათი
ეგზემპლარების შესახებ. საინიციატივო ჯგუფი დაკომპლექტდება 12 მოსწავლისა და 3 მასწავლებლისაგან. ვაარსებთ
მხარეთმცოდნეობის კლუბს სკოლაში. კლუბის სახელწოდებაა „მოდი ნახე“.
2.
ინფრასტრუქტურის
მოწესრიგება, სამუშაო ოთახის მოწყობა, ტექნიკის და ინვენტარის შეძენა. სკოლის
ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ვაწესრიგებთ კლუბისათვის გამოყოფილ ოთახს.
ვამარაგებთ შესაბამისი ინვენტარით (მაგიდები, სკამები, კარადა). პროექტისათვის
გამოყოფილი თანხით შევიძენთ ყველა სახის
საჭირო მასალას.
3.
თემატური
ლექცია-გაკვეთილების ორგანიზება. სკოლაში
მე-7 _
მე-11 კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ლექცია გაკვთილები
შემდეგ თემებზე: 1.ისტორიული წყაროების
მოძიებისა და შესწავლის სპეციფიკა 2. საჩხერის რაიონისა და ზემო იმერეთის
კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობები.
3.ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების
ძეგლები, ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები. 4.საველე კვლევის წარმოება.
4.
ვიზიტები
ისტორიული,კულტურული ძეგლების მოსანახულებლად.
5.
კლუბის
წევრები მოაწყობენ ვიზიტებს საჩხერის რაიონისა და ზემო იმერეთის კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობების,
ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ძეგლების წარრმომადგენლების,ფლორისა და ფაუნის
იშვიათი ნიმუშების მოძიების,შესწავლის,ფოტოგრაფირების და ჩანაწერების გაკეთების
მიზნით.
6.
ინტერვიუ
საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ თანამშრომლებთან,ადგილობრივ
მოსახლეობასთან.
7.
კლუბის
წევრები ინტერვიუებს ჩაწერენ მუზეუმების მეცნიერ თანამშრომლებთან და ადგილობრივ
მოსახლეობასთან.
8.
გზამკლევის გამოსაცემად საჭირო მონაცემების დახარისხება.
9.
კლუბის
წევრები თემატიკის შესაბამისად
დაახარისხებენ ,შეადგენენ შესაბამის ტექსტებს და გაასწორებენ გრამატიკულად,
გზამკვლევის გამოსაცემად მოძიებულ მასალებს.
10.
გზამკვლევის
გამოცემა,პრეზენტაციის მომზადება. კლუბის წევრები ფერადი პრინტერის გამოყენებით
დაბეჭდავენ მცირე საინფორმაციო გზამკვლევს(ბუკლეტს).
11.
გზამკვლევის
გავრცელება და პრეზენტაციის წარდგენა,გამოფენის მოწყობა.
კლუბის წევრები
მოიწვევენ ადგილობრივი სკოლების
მოსწავლეებს,გააკეთებენ პრეზენტაციას,მოაწყობენ გამოფენას და მოახდენენ
გზამკვლევის გავრცელებას.
ვებგვერდის, ბლოგის ,მომზადება, შექმნა. კლუბის წევრები
მოამზადებენ და შექმნიან თემის შესაბამის ვებგვერდს,ბლოგს
სახელწოდებით-მოდი ნახე,სადაც განთავსდება საჩხერის რაიონისა და ზემო იმერეთის ღირშესანიშნაობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა,
ტურისტული მარშრუტების მარტივი ვერსიები და სასტუმროების მისამართები სადაც შესაძლებელი
იქნება სტუმრების მიღება.
No comments:
Post a Comment