პროექტი "მოდი ნახე"


ინფორმაცია პროექტის  შესახებ

პროექტის სახელწოდება: მოდი ნახე

პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობა:2 თვე

პროექტის ბენეფიციარები:საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის თემში შემავალი სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები,მშობლები.
                                                                           
პროექტის მოკლე ანოტაცია:
    პროექტი ეხება ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობას. ხანგრძლიობა არის 2 თვე.
 პროექტი, რომლის მიზანია მოსწავლეებში კვლევა-ძიების,ინფორმაცის დახარისხების,თანამშრომლობის, შემოქმედებითი აზროვნების,პრეზენტაციის უნარების განვითარება, განხორციელდება სკოლაში, სკოლის მოსწავლეთა მიერ, იგი ხელს შეუწყობს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეოების,ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი ძეგლების შესახებ ცოდნის ამაღლებას და საკუთარი ქვეყნის,რეგიონის, სოფლის  ღირსშესანიშნაობების დაცვისა და მოვლა პატრონობის უნარების განვითარებას.
პროექტი ეხება საჩხერის რაიონში და ზემო იმერეთში კულტურულ-ისტორიული,ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ნიმუშების,ტაძრების,ღირსშესანიშნავი ნაგებობების მონახულებას,აღწერას,შესწავლას,მცირე საინფორმაციო გზამკვლევის შექმნას,ფლეშმობის მოწყობას,ვიდეო კოლაჟისა და პრეზენტაციის მომზადებას, გამოფენის ორგანიზებას. ასევე მოპოვებული მასალების გავრცელებასა და პოპულარიზაციას თემის, რაიონის სკოლის მოსწავლეებში, მასწავლებლებში და ამ თემით დაინტერესებულ პირებში.
  სკოლის მოსწავლეები პროექტის კოორდინატორებთან ერთად მოინახულებენ რაიონსა და ზემო იმერეთში არსებულ ღირსშესანიშნაობებს,კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს,აღწერენ ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ძეგლებს,ფლორისა და ფაუნის იშვიათ ეგზემპლარებს,დაახარისხებენ მოპოვებულ მასალას,მოამზადებენ და გამოცემენ მცირე საინფორმაციო გზამკვლევს,მოიწვევენ სკოლაში ცნობილ მკვლევარებს,მუზეუმის თანამშრომლებს,ადგილობრივ მაცხოვრებლებს,პოპულარიზაციას გაუწევენ მხარეთმცოდნეობის კლუბის მიერ შესწავლილ ობიექტებს.მოაწყობენ გამოფენას ჩვენი სკოლის და თემში შემავალი სკოლების მოსწავლეებისათვის.

არსებული სიტუაციის ანალიზი/პრობლემის იდენტიფიცირება:
პრაქტიკაგვჩვენებს,რომმოსწავლეები აჩვენებენ უკეთესს შედეგს მაშინ,როდესაც ხდება ცოდნის ტრანსფერი,ანუ ცოდნის მიღება უკავშირდება მისი პრაქტიკაში  გამოყენებას  და პირიქით,სწავლება შედეგიანია მაშინაც,  როცა მოსწავლეები სწავლობენ კეთებით.
    როგორც ჩვენი სკოლის ფარგლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს მცირეა ან საერთოდ არ მოიპოვება ლიტერატურა ჩვენი რაიონისა და რეგიონის ღირსშესანიშნავი კულტურული მემკვიდრეობის,ისტორიული ძეგლების,ნაკრძალების,ბუნებრივი ძეგლების, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების იშვიათი ეგზემპლარების შესახებ.არ არსებობს ინფორმაცია ზემო იმერეთში გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების შესახებ.მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ესგ-ის თანახმად,საგნობრივი სასწავლო პროგრამების მიხედვით ეუფლებიან ცოდნას,ივითარებენ უნარებს,მათ აკლიათ კავშირი პრაქტიკასთან,ნაკლებად იცნობენ საკუთარი რაიონის,რეგიონის კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს,ბუნებრივ ძეგლებს და ხშირ შემთხვევაში,სასწავლო ლაშქრობები,ექსკურსიები და სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა ისეთ ადგილებში,რომელთა შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია,ლიტერატურა და მასალა არსებობს.
   მაგალითად:კვლევა აჩვენებს ჩვენი სკოლისა და რაიონის მოსწავლეთა უმეტესობა საექსკურსიოდ ირჩევს ქალაქ ქუთაისის,გორის, ბათუმს,კახეთის და თბილისის რეგიონის ღირსშესანიშნავ ადგილებს,მაშინ როდესაც მათ საკუთარი საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს მდებარე,შესაძლოა უფრო მეტი კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ძეგლი არ აქვთ ნანახი და შესწავლილი.
      ჩვენი აზრით, ეს განპირორებულია იმით, რომ ჩვენი მოსწავლეები მხოლოდ ზედაპირულად ფლობენ ინფორმაციას ახლომდებარე კულტურულ-ისტორიული ძეგლების შესახებ, აქედან გამომდინარე მათ აქვთ დაბალი მოტივაცია მოინახულონ და შეისწავლონ,ასევე თანატოლებს გააცნონ საკუთარ რეგიონში,რაიონში მდებარე ღირსშესანიშნაობები.
    გამოიკვეთა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია მათ მიმდებარედ არსებულ ღირსშესანიშნაობათა შესახებ.ცნობილია შემთხვევები, როდესაც არასათანადო მოპყრობისა და ინფორმაციის არ ქონის გამო ადგილობრივმა მოსახლეობამ დააზიანა ისტორიული ძეგლები,
მაგალითად: ზემო იმერეთში. სოფელ კორბოულში არსებობს მე-6 საუკუნის დროინდელი ისტორიული ძეგლი, სახელწოდებით „სანთელას ციხე“, რომელიც ისტორიულად ცნობილ აბრეშუმის გზასთან არის დაკავშირებული და ამჟამად იგი იმყოფება სავალალო მდგომარეობაში,მოსახლეობის მიერ მოხდა მისი ფრაგმენტების დაშლა და გამოყენება სამშენებლო მასალად,ვინაიდან არ იყო ცნობილი თუ როგორ ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა იგი.
   მიუხედავად იმისა რომ სკოლის პედაგოგებს,მოსწავლეებს აქვთ სურვილი რომ მოინახულონ,შეისწავლონ და პოპულარიზაცია გაუწიონ რაიონის ღირსშესანიშნაობებს,დღემდე ვერ მოხერხდა ამ ამოცანის შესრულება, რადგან არ არის შესაბამისი გზმკვლევი და არ არის ტურისტული სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობდა ექსკურსიების მოწყობას და გიდობას გაუწევდა მსურველებს სასურველი ინფორმაციის მიღებაში.
  ამ ძეგლების შესწავლა და გზამკვლევის გამოცემა, თავიდან აგვარიდებს ისეთ ფაქტებს,რომელიც მოხდა 2017 წელს ჩვენს სკოლაში,კერძოდ,მშვიდობის კორპუსის მოხალისე,ამერიკელი ლიი უილიამსი სათანადო გზამკვლევის გარეშე გადაადგილდებოდა არაორგანიზებულ სამოგზაურო ზონაში,რა დროსაც მოხდა მისი დაკარგვა და იძულებული გავხდით მის მოსაძებნად მიგვემართა საგანგებო  სიტუაციების სამსახურისათვის.
    ჩვენი სკოლის მიერ ჩატარდა გამოკითხვა,რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, თემი, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები. გამოიკვეთა:გამოკითხულთა 80% ადასტურებს,რომ  სიამოვნებით ისარგებლებდა აღნიშნული მომსახურეობით ანუ გზამკვლევით.

 

პროექტის მიზანი: 
1. მოსწავლეებში კვლევის, ინფორმაციის დამუშავების, გუნდური მუშაობის, კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების განვითრების ხელშეწყობა, ლოკალურ გარემოში არსებული ისტორიულ-კულტურული ძეგლების შეწავლის გზით.
პროექტის ამოცანები:

1.    სკოლაში მხარეთმცოდნეობის კლუბის დაარსება;
2.    კლუბის აღჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით;
3.    კლუბის წევრებისთვის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება;
4.    კვლევითი სამუშაოების განხორციელება და გზამკვლევის გამოცემა

მოსალოდნელი შედეგები:
1.    მოსწავლეები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ლოკალურ გარემოში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი ძეგლების ,ფლორისა და ფაუნის შესახებ;
2.    სკოლაში შეიქმნება მხარეთმცოდნეობის კლუბი, რომელიც გააგრძელებს ფუნქციონირებას მომდევნო წლებშიც;
3.    შეიქმნება საჩხერის რაიონსა და ზემო იმერეთში არსებული ისტორიულ-კულტურულიმემკვიდრეობის, ცოცხალი და არაცოცხალიბუნებრივიძეგლების საინფორმაციო გზამკვლევი.
4.    მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, ინფორმაციის  დახარისხების, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის უნარები.

No comments:

Post a Comment

...