...
მხარეთმცოდნეობის კლუბი "მოდი ნახე"
Friday, January 1, 2021
Tuesday, November 5, 2019
პროექტის მოკლე ისტორია ....
2019 წლის 5 ნოემბერს სსიპ საჩხერის მუნციპალიტეტის სოფელ კორბოულის #2 საჯარო სკოლამ დაიწყო მუშაობა პროექტზე - "მოდი ნახე" .
პროექტი ეხება საჩხერის მუნიციპალიტეტში კულტურულ-ისტორიული ძეგლების, ღირსშესანიშნავი
ნაგებობების მონახულებას, აღწერას, შესწავლას, მცირე საინფორმაციო გზამკვლევის
შექმნას, პრეზენტაციის მომზადებას, გამოფენის
ორგანიზებას. ასევე მოპოვებული მასალების გავრცელებასა და პოპულარიზაციას თემის,
რაიონის სკოლის მოსწავლეებში, მასწავლებლებში და ამ თემით დაინტერესებულ პირებში.
სკოლის
მოსწავლეები პროექტის კოორდინატორებთან ერთად მოინახულებენ მუნიციპალიტეტში არსებულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს, დაახარისხებენ მოპოვებულ მასალას, მოამზადებენ და გამოცემენ მცირე საინფორმაციო
გზამკვლევს, მოიწვევენ სკოლაში ცნობილ მკვლევარებს, მუზეუმის თანამშრომლებს, ადგილობრივ
მაცხოვრებლებს,პოპულარიზაციას გაუწევენ მხარეთმცოდნეობის კლუბის მიერ შესწავლილ
ობიექტებს. მოაწყობენ გამოფენას.
2. აკაკი წერეთლის სახლი — სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში. დაარსდა 1940 წელს. სასახლე რომელშიც, აკაკი წერეთელი დაიბადა და გარდაიცვალა, მისმა მამამ როსტომ წერეთელმა ააშენა 1834 წელს.
3. აკაკი წერეთლის (1840-1915 წწ.) ძიძისეული კარმიდამო, XIX საუკუნის II ნახევრისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები.
4. მუხრან მაჭავარიანის სახლმუზეუმი. 2015 წლის მაისი.
სოფელი არგვეთი.
სახლ-მუზეუმის გახსნასთან ერთად, საფუძველი სახალხო
დღესასწაულს „მუხრანობასაც“ ჩაეყარა და ის ყოველწლიურად ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება
.
5. ბაჯითის სამების ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სოფელ ბაჯითში.
X-XI სს.-ით თარიღდება. ეკლესიაზე არის ცხრასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული.
6. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია — XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია „დედა ღვთისა“ მდინარე ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კმ-ზე.
7. სავანის წმინდა გიორგის ეკლესია — ერთნავიანი ეკლესია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში. სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი — 1046 წელი
8. სპეთის ზედამაცხოვარი —
X-XI საუკუნების ეკლესია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის ტერიტორიაზე, მდ. ყვირილას ხეობაში
9. ქორეთის სამების ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში. თარიღდება
1001 წლით.
10. ჩიხის ღვთისმშობლის (წმ. ბარბარეს) ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში. მე-X საუკუნის ძეგლი.
13. ბაჯითის სამების ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სოფელ ბაჯითში.
X-XI სს.-ით თარიღდება. ეკლესიაზე არის ცხრასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული. სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებულია XIX საუკუნეში)
14. დევის ტბა — კარსტული ტბა საქართველოში საჩხერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის
ქედის სამხრეთ კალთის ძირში ზღვის დონიდან 1370 მ სიმაღლეზე. უჭირავს ორი
კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი 0,018 კმ², უდიდესი სიღრმე 10,7 მ, მოცულობა 72 ათ. მ³.
Subscribe to:
Posts (Atom)
...