Tuesday, November 5, 2019

პროექტის მოკლე ისტორია ....


2019 წლის 5 ნოემბერს სსიპ საჩხერის მუნციპალიტეტის სოფელ კორბოულის #2 საჯარო სკოლამ დაიწყო მუშაობა პროექტზე -   "მოდი ნახე" .


პროექტი ეხება საჩხერის მუნიციპალიტეტში კულტურულ-ისტორიული ძეგლების, ღირსშესანიშნავი ნაგებობების მონახულებას, აღწერას, შესწავლას, მცირე საინფორმაციო გზამკვლევის შექმნას, პრეზენტაციის მომზადებას, გამოფენის ორგანიზებას. ასევე მოპოვებული მასალების გავრცელებასა და პოპულარიზაციას თემის, რაიონის სკოლის მოსწავლეებში, მასწავლებლებში და ამ თემით დაინტერესებულ პირებში.


  სკოლის მოსწავლეები პროექტის კოორდინატორებთან ერთად მოინახულებენ მუნიციპალიტეტში არსებულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს, დაახარისხებენ მოპოვებულ მასალას, მოამზადებენ და გამოცემენ მცირე საინფორმაციო გზამკვლევს, მოიწვევენ სკოლაში ცნობილ მკვლევარებს, მუზეუმის თანამშრომლებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს,პოპულარიზაციას გაუწევენ მხარეთმცოდნეობის კლუბის მიერ შესწავლილ ობიექტებს. მოაწყობენ გამოფენას.


1. მოდინახე ან მოდიმნახეს ციხე — გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოშიიმერეთის მხარეშისაჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით.ზღვის დონიდან 700 მეტრზე. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ.
2. აკაკი წერეთლის სახლი — სახლ-მუზეუმი, რომელიც მდებარეობს  საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში. დაარსდა 1940 წელს. სასახლე რომელშიცაკაკი წერეთელი დაიბადა და გარდაიცვალა, მისმა მამამ როსტომ წერეთელმა ააშენა 1834 წელს.
3. აკაკი წერეთლის (1840-1915 წწ.) ძიძისეული კარმიდამო, XIX საუკუნის II ნახევრისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები.
4. მუხრან მაჭავარიანის სახლმუზეუმი. 2015 წლის მაისი.
სოფელი არგვეთი.
სახლ-მუზეუმის გახსნასთან ერთად, საფუძველი სახალხო დღესასწაულს „მუხრანობასაც“ ჩაეყარა და ის ყოველწლიურად ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება .
X-XI სს.-ით თარიღდება. ეკლესიაზე არის ცხრასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული.
6. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესია — XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესიადედა ღვთისამდინარე ყვირილის ხეობაშისაჩხერიდან 10 კმ-ზე.
7. სავანის წმინდა გიორგის ეკლესია — ერთნავიანი ეკლესია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში. სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი — 1046 წელი
8. სპეთის ზედამაცხოვარი — X-XI საუკუნების ეკლესია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის ტერიტორიაზე, მდყვირილას ხეობაში
10. ჩიხის ღვთისმშობლის (წმ. ბარბარეს) ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეშისაჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხაში. მე-X საუკუნის ძეგლი.
 11. ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია ასევე ცნობილი როგორც აბაშიძეების ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეშისაჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში. ეკლესია 1510 წლით თარიღდება

 12. ჯრუჭის მონასტერი — XI საუკუნის ქართული მონასტერი. მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტშიმდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულას სათავეში, სოფელ ცხომარეთის მიდამოებში. 
X-XI სს.-ით თარიღდება. ეკლესიაზე არის ცხრასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა, რომელიც ნუსხურითაა შესრულებულისამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებულია XIX საუკუნეში)
14. დევის ტბა — კარსტული ტბა საქართველოში საჩხერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთის ძირში  ზღვის დონიდან 1370 სიმაღლეზე. უჭირავს ორი  კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი 0,018 კმ², უდიდესი სიღრმე 10,7 , მოცულობა 72 ათ. ³. 




...